თეგი: აქტაუს პორტი

ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის განვითარების მიზნით აქტაუს საზღვაო პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის ბაზაზე საკონტეინერო ჰაბის შექმნა იგეგმება. აზერბაიჯანული მედია, ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთის ხელისუფლება ინვესტორების რანგში მსოფლიო საკონტეინერო ოპერატორების მოზიდვა გეგმავს, როგორიცაა PSA Group, Maersk, MSC. ამჟამად SEZ-ის ტერიტორიაზე 18 პროექტი განხორციელდა, 25 განხორციელების პროცესშია. „ზოგადად, ეკონომიკური ზონის მუშაობა მიმართულია ნავთობისა და ნავთობქიმიური მრეწველობის, სამშენებლო ინდუსტრიის, პორტებისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე“, - აცხადებენ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში. ასევე წაიკითხეთ  პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ

ცნობილია, როდის აშენდება ყაზახეთის აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბი

ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალმაზ იდრისოვმა დაადასტურა, რომ აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტის განხორციელება 2025 წლისთვის დასრულდება.  ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა პროექტის ღირებულება 13,7 მილიარდი ტენგეა. მშენებლობის ხარჯები სავარაუდოდ ყაზახეთის ბიუჯეტიდან დაიფარება. ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს „იგეგმება სატრანზიტო ტვირთის (TITR) ნაწილის გადაადგილება ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე და თურქმენბაში-აქტაუ-PRC საკონტეინერო ხაზის განვითარება“, - განაცხადა მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა. მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგი ხელშესახები იქნება 2025 წლისთვის და კონტეინერების ნაკადი 40000-დან 133000 TEU-მდე გაიზრდება. ასევე წაიკითხეთ  პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ